ხარისხი
ჩვენი კომპანია დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ახორციელებს თანამშრომლების შერჩევის პროცესს
მუდმივი მომსახურება
მოგამაგრებთ კონკრეტულად თქვენთვის გამოყოფილ სპეციალისტს
100% უსაფრთხო
რეგულარულად იზომება თანამშრომელთა ტემპერატურა. ჩვენი მომსახურე პერსონალი მუშაობენ ნიღბებით. რეგულარული ტესტირება ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით
მოხერხებული,
თქვენზე მორგებული მომსახურება
ბარათით გადახდა, გასაღების ოფისში ჩაბარება, შეკვეთების მართვა
17 წლიანი
მუშაობის გამოცდილება
33,048
შესრულებული სამუშაო
4.7
საშუალო შეფასება
პროფესიონალური დასუფთავების საშუალებები, რომელსაც ვიყენებთ
რეგულარული მომსახურების უპირატესობა
- მუდმივი შემსრულებელი
- დალაგება, თქვენი ადგილზე არყოფნისას
- ფასდაკლება 10-30% მომსახურებებზე
- ინვენტარი საჩუქრად ჰიგიენური პროდუქციის (ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, საპონი და სადეზინფექციო საუალებები) უზრუნველყოფა
თვის საუკეთესო სპეციალისტები
გიგა სიდამონიძე
ვასილ თვაური
მიხეილ დარიბეგოვი
აპოლონ გოლეთიანი
„სუფთა სამყარო“-ს დამფუძნებელი
დასუფთავების კომპანიის შექმნის იდეა გამიჩნდა 16 წლის წინ, როცა ქვეყანამ განვითარება დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა არ არსებობდა დასუფთავების არავითარი სტანდარტი და არც არავინ მუშაობდა ამის შესაცვლელად. გადავწყვიტე, შემომეტანა ხარისხიანი დასუფთავების კულტურა და დასუფთავება მექცია პროფესიად, რომელიც იქნებოდა მომსახურების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თითოეული თანამშრომელი კი – რეალიზებული და დაფასებული.
დღემდე შთამაგონებს იმ გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები იღებენ ალგორითმიზებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სწავლებას, ხდებიან საკუთარი საქმის ნამდვილი ოსტატები და გამოიმუშავებენ ღირსეულ ანაზღაურებას, რაც უპირობოდ აისახება მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.
ჩვენს ძირითად ფასეულობებს წარმოადგენს სისუფთავე, სანდოობა და გამჭვირვალობა. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ მათი ბინები თუ ოფისები 100%-ით სანდო ხელში ხვდება – ვმუშაობთ უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკითა და ინვენტარით, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებულ საქმეზე და მეტიც, მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენს მოლოდინებს ბევრად გადავაჭარბოთ. ვამაყობ, რომ დღეს ჩვენ გვენდობიან სახელმწიფო ობიექტები, უნივერსიტეტები, კერძო და საჯარო დაწესებულებები და რაც მთავარია, ქალბატონები, რომელთა დროისა და ენერგიის გამოთავისუფლება ჩვენთვის საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელს ჩვენს გუნდს ყოველდღე ამოტივირებს იმის გააზრება, რომ თქვენს სახლებში ვქმნით კომფორტსა და სასიამოვნო გარემოს, არა თქვენი ძალისხმევის, არამედ – დასვენების ხარჯზე; რომ ჩვენი დახმარებით, თქვენ ყოველდღიურად იღებთ თქვენს სახლებში ნამდვილ სისუფთავეს, სხვისი ხელით.
ჩვენი კლიენტები
ნათიას ვლოგი
კითხვა-პასუხი
დიახ, შესაძლებელია. ასეთ დროს:
- თქვენ ირჩევთ სასურველ დღესა და დროს (ინდივიდუალური გრაფიკი).
- მიიღებთ ფასდაკლებას.
გენერალური დასუფთავების დროს დამატებით ვასუფთავებთ ისეთ ტერიტორიებს და ადგილებს, როგორიცაა ჭაღები, კონდენციონერები, ჭერები, ჟალუზები და სხვა ძნელად მისადგომი ადგილები. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე ვაშორებთ ნებისმიერი სახის ლაქებს და დაბინძურებას .
ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან VIP პაკეტით, რაც საშუალებას გვაძლევს დასუფთავების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ დამკვეთის ქონების დაზიანების შემთხვევები ავანაზღაუროთ 100%-ით.
დიახ, შესაძლებელია. თუ ისარგებლებთ წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით თქვენს ბინაზე კონკრეტულად მიმაგრებული იქნება ერთი და იგივე დატრენინგებული, კვალიფიციური თანამშრომელი.
ჩვენ მიერ დაქირავებული თითოეული თანამშრომელი გადის შემდეგ ეტაპებს:
- თავდაპირველი შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ, დასუფთავების სფეროში გამოცდილების მქონე პირებს, ასევე პირებს რომელთაც გააჩნიათ სისუფთავის შეგრძნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
- შემდეგი ეტაპი მოიცავს შერჩეული პირების პროფესიონალური დასუფთავების მეთოდების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.